რა ქონებას ფლობს ახალი თავდაცვის მინისტრი - მინდია ჯანელიძის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს ახალი თავდაცვის მინისტრი - მინდია ჯანელიძის დეკლარირებული ქონება

თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ მინდია ჯენელიძეს, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობდა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ბოლო დეკლარაცია 2014 წლის მარტში აქვს შევსებული.

მინდია ჯანელიძეს ჰყავს მეუღლე ეკატერინე ჯანელიძე და 3 შვილი: თეიმურაზი, მარიამი და მათე ჯანელიძეები.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ჯანელიძის საკუთრებაშია თბილისში, ჩარგლის ქ. #79-ში, 115.00 კვ.მ. ფართობის ბინა და ამავე მისამართზე 20.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი. ის ასევე ფლობს მოსკოვის გამზირზე 72.00 კვ.მ ფართობი ბინის 100%-იან წილს. ჯანელიძის მეუღლეს ზ.ფალიაშვილის 1/3 -ში აქვს 90.00 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.

ჯანელიძეს ჰყავს 2002 წელს გამოშვებული mersedes benz ML 320, ხოლო მეუღლეს - 2013 წლის SUZUKI sX4 s-cross.

დეკლარაციის შევსების დროს, მინდია ჯანელიძეს სახელფასო ანაგრიშზე "თი-ბი-სი" ბანკში ჰქონდა 2400.00 GEL დებეტი(-), ამავე ბანკში 100.00 GEL კრედიტი(+). მეუღლე ეკატერინე ჯანელიძეს "თი-ბი-სი" ბანკში ჰქონდა 500.00 GEL დებეტი(-) სახელფასო ანგარიში.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჯანელიძის მეუღლე შპს "თრეველ პორტის" დირექტორია და საწარმოს საქმიანობით 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 19500.00 GEL რაოდენობის შემოსავალი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა