ნიკა რაჭველმა მაია ფანჯიკიძეს პირდაპირ ეთერში ფილმიდან "ერთხელ ამერიკაში" ამაპოლა მიუძღვნა

ნიკა რაჭველმა მაია ფანჯიკიძეს პირდაპირ ეთერში ფილმიდან "ერთხელ ამერიკაში" ამაპოლა მიუძღვნა

ნიკა რაჭველმა მაია ფანჯიკიძე მადლობა გადაუხადა და "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "შუადღეში" კინოფილმიდან "ერთხელ ამერიკაში" ამაპოლა მიუძღვნა.

"როგორც რიგით მოქალაქეს, ხელოვანსაც მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ერთ ადამიანს, რომელმაც ყველაზე გაჭირვებულ, რთულ კრიტიკულ პერიოდში მყოფ ჩვენ სიმფონიურ ორკესტრს და მთელ მუსიკალურ სპექტრს დაუდგა გვერდში იმისათვის, რომ ჩვენ დღეს შეგვეძლოს ნაყოფიერი მოღვაწეობა. დღეს ეს ადამიანი გადადგა თავისი თანამდებობიდან, ეს არის მაია ფანჯიკიძე. მინდა მთელი ჩვენი მუსიკოსების სახელით მადლობა ვუთხრა მიქელაძის ცენტრის მართლაც წარმოუდგენელი თანადგომისთვის. მინდა, რომ მას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდში დგას, იდგა და იდგება, მივუძღვნა უსაყვარლესი მელოდია "ერთხელ ამერიკაში" ამაპოლა", - განაცხადა ნიკა რაჭველმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია