"რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში რჩება

"რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში რჩება

"რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში რჩება და ვაგრძელებთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლისტაბჭოს სხდომის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განუცხადა. მისი განმატებით, კოალიციის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ მოხდება მსჯელობა იმ საკითხზე, რომელიც ცოტა ხნის წინ "რესპუბლიკურმა პარტიამ" დააყენა და, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კოალიციის მოდელს და არსებულ გამოწვევებს შეეხება.

"ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს ხელისუფლებაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ვრჩებით კოალიციაში და ვაპირებთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურმა პარტიამ დააყენა და რომელიც შეეხება მათ შორის კოალიციის მოდელს და დღეს არსებულ გამოწვევებს. დღეს ვისუაბრეთ რომ უახლოეს მომავალში კოალიციის შიგნით გაიხსენბა ეს თემები. მოდელსა და სხვა საკითხებზე მანამდე რომ გვემსჯელა, იმ ტიპის კრიზისი, რაც დღეს არის კოალიციაში, არ იქნებოდა", - განაცხადა ხათუნამ სამნიძემ.

რაც შეეხება კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლას, "რესპუბლიკური პარტიის" თავჯდომარის განცხადებით, ეს კოალიციისთვის დიდი დანაკლისია.

"თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიცის დატოვება ქართული ოცნებისთვის დიდი დანაკლისია. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ ერთად, რესპუბლიკელებს არსობრივი დაპირისპირება მათთან არასდროს ქონია", - განაცხადა სამნიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა