თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს - ფანჯიკიძე წულუკიანზე

თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს - ფანჯიკიძე წულუკიანზე

ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას თანამდებობაზე დარჩენის შესახებ.

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წულუკიანს პარტიის წევრობა შეჩერებული ჰქონდა. "მას შეჩერებული ჰქონდა პარტიის წევრობა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. მე რა უნდა ვთქვა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან დოლიძემ დატოვა ელჩის თანამდებობა, ფანჯიკიძის ინფორმაციით, ამის შესახებ ლევან დოლიძე თავად გააკეთებს განცხადებას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა