ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ლევან დოლიძემ "მაესტროს ცხრიანში", ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა, დღეს დილით ის ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩააყენა საქმის კურსში, რომ ის თანამდებობას დატოვებს.

"მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია ამის შესახებ და მინდა საზოგადოებასაც მკაფიოდ ვუთხრა, რომ მე სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე მაკისრია, რამეთუ მე წარმოვადგენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს ნატოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩემი აქ მოქმედების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მე პრემიერს განვუმარტე, რომ ჩემი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ რამოდენიმე ძირითად შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში. ეს არის პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე გვექნება განხილვები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება მინისტერიალი და ბუნებივია, საქართველოს მისია ნატო-ში, ჩემი აქტიური მონაწილეობით, იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რომ საქართველოს პიზიციები იქნას სწორად და ეფექტიანად წარმოდგენილი ნატო-ში", -განაცხადა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, მან მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არ მოხდება დღეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა