ყავა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად მიიჩნევა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მავნებლობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, რეკომენდატორები განსაკუთრებით არაგრანულირებული (ფხვიერი) ყავის დალევისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
Ambebi.ge წარმოგიდგენთ ყავის ხუთ უარყოფით ფაქტორს.
1. დღეში 4 ჭიქაზე მეტი ყავის მიღება ნაადრევ სიკვდილს იწვევს. მაიოს კლინიკის კვლევების თანახმად, მათ, ვინც დღეში 4 ჭიქაზე მეტ ხსნად ყავას იღებდა, 21%-თ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდათ.
2. კოფეინის მოხმარებამ შეიძლება სისხლის წნევა გაზარდოს. მაღალი წნევის მქონე ადამიანები 250 გრამი ყავის მიღებიდან ორი, სამი საათის შემდეგ სისხლის მაღალ წნევას უჩივიან.
3. კოფეინმა შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. გვიან ღამით კოფეინის მიღებამ დიდი შანსია, უძილობის მსგავსი სიმპტომები განავითაროს.
4. კოფეინმა შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ყავას უზმოზე მიირთმევენ. აგრეთვე ხშირია ყავით კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება.
5. ყავამ შეიძლება თავის ტკივილები გამოიწვიოს.