დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს

დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრო მის მიერ შემოთავაზებულ საკითხზე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტის პლენარულ სხომაზე გამოსვლასთან დაკავშირებით დადგენილია პროცედურები. "როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ ვუმასპინძლო პრეზიდენტს და ვისაუბროთ ამ თემაზე, რაც შეეხება პარლამენტს, კონსტიტუციით დადგენილია პროცედურები და მექანიზმები და ვისურვებდი, რომ ამის მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედია, დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას და პარლამენტს გუშინ მიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსები არიან ბედნიერები, რომ ემსახურებიან ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში.

"ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა