Game Jam-ის საკონკურსო თემები ცნობილია!

Game Jam-ის საკონკურსო თემები ცნობილია!

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში Game Jam-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ IGDA Georgia-ს წარმომადგენელი ნიკოლოზ როსტომაშვილი, ჯეოსელის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი და თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის მენეჯერი ბექა კოკაია.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა Game Jam-ის ვიდეოთამაშების შექმნის მარათონის თემები: ჯეოსელის თემაა უსასრულო, თავისუფალმა უნივერსიტეტმა თემად რობოტი შეარჩია, ხოლო IGDA Georgia-მ დიდი აფეთქება. ასევე შემთხვევით შერჩევით გამოვლინდა მეოთხე თემაც - 8 ბიტიანი გოძილა აპოკალიფსი (8 bit Godzilla apokalypse).

IGDA Georgia-სა და CG Georgia-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში 8 და 9 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება აერთიანებს 2D კონკურსს, ტურნირებს ვიდეოთამაშებში, ვიქტორინებს, სამაგიდო თამაშებსა და ქოსფლეის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია