დათო ხუჯაძე ყოფილი ცოლის გამო შვილს დაბადების დღეს ვერ ულოცავს - როგორ ამხნევებენ მომღერალს მეგობრები

დათო ხუჯაძე ყოფილი ცოლის გამო შვილს დაბადების დღეს ვერ ულოცავს - როგორ ამხნევებენ მომღერალს მეგობრები

დღეს რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, დათო ხუჯაძის ქალიშვილის დაბადების დღეა. მომღერალი შვილს იუბილეს სოციალურ ქსლეში ულოცავს, ვინაიდან, როგორც თავად დათომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, შვილთან ურთიერთობის საშუალებას ყოფილი მეუღლე არ აძლევს.

"5 წლის წინ 7 ნოემბერს მამა გავხდი. ქალიშვილი შემეძინა. მელანია. გაიზარდე დიდი და ჯანმრთელი, ჩემო სიხარულო.

მართალია, ახლა ერთმანეთის ნახვა არ შეგვიძლია, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს", - წერს მომღერალი.

დათოს უამრავი მეგობარი ულოცავს და ამხნევებს:

"ბარბაროსობაა, რომ მამას ქალიშვილთან ურთიერთობას უკრძალავენ! დროს ხომ ვერ შეაჩერებ?! გოგონა იზრდება, ასეთ მამას კი ვერსად დამალავ! მერე შერცხვებათ და ასეთ რამეებს რთულად პატიობენ! მერე რთული ასახსნელი იქნება, რატომ ვერ ნახულობდა მთელი ამ წლების განმავლობაში მამა საკუთარ ქალიშვილს, რომელსაც ის ძალიან ჭირდებოდა. სისხლი ხომ ერთია და ქართული სისხლი თავისას იზამს! დათო, გილოცავთ", - წერენ დათოს მეგობრები.

იხილეთ ასევე: დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”