"პალიტრის" ჟურნალისტების ჯგუფი საგანგებოდ ქმნის ექსტრაორდინარულ სიტუაციებს და ფარული კამერით იღებს მოქალაქეებს, რომელთა რეაქციები და საქციელი განსასჯელად გამოაქვს გადაცემაში "კაცია-ადამიანი?!".
ამჯერად, სოციალური ექსპერიმენტი კვების ობიექტების სიახლოვეს ჩავატარეთ. ახალგაზრდა მამაკაცი თხოვნით მიდის გამვლელებთან, რომლებმაც საცხობში ახლახან იყიდეს პური თუ სხვა ცომეული. "მშიერი" ბიჭი მათ ლუკმის გაყოფას სთხოვს. როგორ პასუხობენ თხოვნას თბილისელები, ნახეთ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ნიუ-იორში ჩატარდა, იმ განსხვავებით, რომ ექპერიმენტის ავტორებმა უსახლკაროსა და სხვა მოქალაქეების გულუხვობა შეადარეს ერთმანეთს. ქუჩაში შემთხვევით გამვლელებთან მივიდნენ, რომლებიც ლანჩს მიირთმევდნენ და საჭმლის განაწილება სთხოვეს. "ძალიან მშია, იქნებ ერთი ლუკმა მომცეთ" - ამ სიტყვებით მიმართავს მსახიობი შემხვედრებს, თუმცა მათგან უარს იღებს. ექსპერიმენტი მოულოდნელად ვითარდება, როცა საჭმლის სათხოვნელად მსახიობი უსახლკარო მამაკაცთან მიდის... იხილეთ ვიდეო