რა ვუშველოთ შეუჩერებელ ხველას და გაძნელებულ სუნთქვას?

რა ვუშველოთ შეუჩერებელ ხველას და გაძნელებულ სუნთქვას?

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შემოდგომაა, ზამთრისთვის ჩვეულმა დაავადებებმა უკვე შეაწუხეს ბავშვებიც და მშობლებიც. გაძნელებული სუნთქვა და შეუჩერებელი ხველა ხშირად გვაწუხებს. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში, ცნობილი ექიმი კომაროვსკი გვირჩევს.

რეალურად ეს პრობლემა სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, რადგან ქოშინის და გაძნელებულ სუნთქვის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება იყოს და თუ გახანგრძლივდა, შედეგებიც არ მოსდევს კარგი. ასთმა, ალერგია, ბრონქიტი, მოწამვლა, გულის პრობლემები, დაბალი გემოგლობინი - ეს დაავადებები სხვადასხვა გზით იკურნება, ამიტომ რასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას. ჯობს ასეთი შემთხვევების დროს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

ქოშინისა და ხველის მიზეზი შეიძლება, სულაც უმნიშვნელო იყოს და ძალიან მარტივად მოგვარდეს. მაგალითად, ზამთრის ერთ ცივ დღეს დაიბადა ჩვილი ბავშვი, ის მიიყვანეს სახლში, რომელშიც გამომშრალი ჰაერია, ოთახში ტემპერატურა 25 გარადუსზე მეტი. ბებიის თუ სხვა რომელიმე უფროსის რჩევით, ბავშვი არ უნდა გაასეირნონ, რადგან ძალიან ცივა. ამ დროს ხდება შემდეგი: ჩვილმა არ იცის პირით სუნთქვა, მას მშრალი ჰაერის და სიცხის გამო უშრება ცხვირის ლორწოვანი, ცხვირიდან გამონადენი ნესტოებში გროვდება და ხმება. ამ დროს ორგანიზმი იღებს იმაზე ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე მას სჭირდება. მას ეწყება სუნთქვის გაძნელება. ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, ამ დროს აუცილებლად დაიწყებს ქოშინს და შეშინებული მშობლები სასწრაფოდ გამოიძახებენ სასწრაფო დახმარებას. ასეთ დროს ბავშვს ცხვირი უნდა გამოუსუფთაოთ ასპირატორით (რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება და ძვირი არ ღირს), მანამდე ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან თავად დაამზადეთ უებარი სითხე ასეთი შემთხვევებისთვის

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია