"მაწანწალა ძაღლებმა 5-6 წლის ბავშვი კედელთან მიიმწყვდიეს, განწირული ითხოვდა შველას" - როგორ დავიცვათ თავი ძაღლების აგრესიისგან

"მაწანწალა ძაღლებმა 5-6 წლის ბავშვი კედელთან მიიმწყვდიეს, განწირული ითხოვდა შველას" - როგორ დავიცვათ თავი ძაღლების აგრესიისგან

ამასწინათ საშინელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ფანჯირდან დავინახე, 5-6 წლის ბავშვი კედელთან როგორ მიიმწყვდია ორმა მაწანწალა ძაღლმა, ბავშვი განწირული ითხოვდა შველას. იქვე არავინ იყო. ბედად, მაღაზიიდან გამოვიდა ვიღაც და დაეხმარა. არ უკბინეს, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან შეეშინდა. შიშის საფუძველზე კი ჯანმრთელობის უმარავი პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს. მე რომ ძალიან ცუდად გავხდი, ეს სხვა თემაა.. ვერაფერს ვშველოდი ზემოდან, ჩასვლასაც ვერ ვასწრებდი. მადლობა ღმერთს, გადარჩა. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ჩავარდეს, რადგან თბილისის ქუჩები სავსეა უპატრონო ცხოველებით. პრობლემა მხოლოდ ძაღლები არაა, კატების საკითხიც გასათვალისწინებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლები მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, მოსახლეობის ნაწილი სწორედ მათ მიმართ გამოხატავს დიდ უკმაყოფილებას. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ ასეთ ვითარებაში? როგორ უნდა დავიცვათ თუნდაც სკოლიდან შინისაკენ მომავალი ჩვენი შვილები ძაღლებისგან? რა ბერკეტებს ფლობს სახელმწიფო და რა უნდა ვიცოდეთ ძაღლებთან "ურთიერთობისას".

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს 2012 წლიდან შინაური და გარეული ცხოველების კონტროლი და რეგულირება ევალება. ჩვენ ამ განყოფილების უფროსის, თემურ ფხალაძის მოადგილეს ლერი ქვარიანს ზემოჩამოთვლილი კითხვებით მივმართეთ.

- ბატონო ლერი, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ უპატრონო ცხოველებისგან მანამ, სანამ დავრეკავთ შესაბამის უწყებაში და მათ წაყვანას ვთხოვთ...

- აგრესიული ძაღლების რიცხვი, რომლებიც ადამიანებს ერჩიან, ძალიან მცირეა. როგორც წესი, ძაღლი ადამიანს თავისი ინიციატივითა და სურვილით არ ესხმის თავს, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ახორციელებენ ამის პროვოცირებას. ძაღლის მხედველობის არეალში არ უნდა გამოხატოთ აგრესია, არ უნდა განახორციელოთ მკვეთრი მოძრაობები, არ იყვიროთ, არ წაართავთ საკვები და ა.შ. სტატისტიკიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში თვითონ ადამიანები ექცევიან არასწორად ცხოველებს - ძაღლებს, რაც იწვევს მათი მხრიდან აგრესიას.

- ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემი თვალით ვნახე, მაღაზიასთან თავისთვის მდგომი 5-6 წლის ბავშვი, როგორ მიიმწყვდია ორმა უპატრონო ძაღლმა კედელთან. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და გადაარჩინეს გოგონა... ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთი ძაღლებიც მრავლად დადიან ქუჩებში, რომლებიც პროვოციების გარეშეც გამოხატავენ აგრესიას..

- გეთანხმებით. მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს ორი მარტივი მეთოდი, პირველი არის ის, რომ ცხოველის მიერ გამოხატული აგრესიის დროს საერთოდ უნდა შევწყვიტოთ მოძრაობა, უნდა გაშეშდეს ადამიანი.

გაგრძელება

"რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება" - თამარ გაბუნია რესტორნების გახსნაზე

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის