ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა

ოთხ სასულიერო პირს გადაცდომისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერდა

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ იღუმენებს: ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.

მამა მიქაელმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა.

"ეს გადაცდომები, რომელიც სასულიერო პირებისთვის შეუფერებელია, ოქტომბრის თვეში მოხდა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანები დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ", _ დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, ეკლესია ძალიან გაიზარდა, სასულიერო პირების რიცხვიც გამრავლდა და ხშირად აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციების წინაშე, როდესაც უწევთ სასულიერო პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა.

"რა თქმა უნდა კონკრეტული შეცდომისა თუ დანაშაულის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტი ერთია, რომ მართლაც მოხდა და ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", _ დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, სასულიერო პირებისთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება მათ საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.

იტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იღუმენები: ვარსანოფ მაზმიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად სინანულისთვის მონასტრებში იმყოფებიან და მათ სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი სასულიერო პირის, მამაოების: ნიკოლოზ ჩიტაიასა და აკაკი კუპრეიშვილის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც სინანულისთვის შიო მღვიმისა და ბეთანიის მონასტრებში არაინ გაგზავნილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია