"პასუხს ვაგებ ყველაფერზე..." - დავით უსუფაშვილის გამხელილი საიდუმლო

"პასუხს ვაგებ ყველაფერზე..." - დავით უსუფაშვილის გამხელილი საიდუმლო

"ორი ირაკლი, ორი თავდაცვის მინისტრი, ორივე თანაკურსელი", - ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს განიხილავდნენ. ყველაზე აქტუალური თემა - ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები - პოლიტიკოსებმა შეაფასეს. ამ მოვლენებმა წამყვანს, ინგა გრიგოლიას ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ისტორია გაახსენა. ანალოგიაზე საუბრისას სტუდიაში სტუმრად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაიხსენა იურიდიული ფაკულტეტის ის ჯგუფი, რომელსაც სულ ორჯერ წაუკითხა ლექცია და რომლის წევრებიც მინისტრები და პარლამენტარები გახდნენ. უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანს მათი სტუდიაში ერთად მიწვევა შესთავაზა.

"ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, კოტე კუბლაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, ზურა აბაშიძე, ლიკა დოლიძე...აღარ გავარგძელებ კიდე, ყველა ან ყოფილი მინისტრია, ან პარლამენტის წევრი, ან ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე. 35 იყვნენ ჯგუფში, მათთან მომიწია ლექციის ჩატარება, ახალგაზრდა ასპირანტი ვიყავი მაშინ, იურიდიულ, საერთაშორისო სამართლის ლექციებზე შევდიოდი"...

მაშინ ნუღარ თხოვთ კოტე კუბლაშვილს "რაღაცეებზე პასუხს", იმიტომ, რომ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ყოფილხართ მისი ლექტორი - შენიშნა გრიგოლიამ.

"-კი, პასუხს ვაგებ ყველაფერზე...", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ|ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს ასე არ არის - დავით უსუფაშვილი "უმრავლესობის კრიზისზე"

- "მრეკეთ, ქალბატონო ინგა ..." - ალექსი პეტრიაშვილი ინგა გრიგოლიას

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია