დღეს მოგზაურობად არ თვლიან, თუ პირდაპირ ვენეციასა და კალიფორნიაში არ ამოყვეს თავი! თუშეთი და სვანეთი, ხევსურეთი და საინგილო კი არ უნახავთ!

დღეს მოგზაურობად არ თვლიან, თუ პირდაპირ ვენეციასა და კალიფორნიაში არ ამოყვეს თავი! თუშეთი და სვანეთი, ხევსურეთი და საინგილო კი არ უნახავთ!

რით არის კარგი ლაშქრობა, მოგზაურობა, ექსპედიცია, ექსკურსია? როდის უნდა წავიყვანოთ ბავშვები სამოგზაუროდ და რომელია ამისთვის ოპტიმალური ასაკი. ნამდვილი, რეალური სამყაროს შეცნობა ნამდვილი თავგადასავლები და შთაბეჭდილებები განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, როცა ადამიანები გაცილებით მეტ დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, კომპიუტერსა და ტელევიზორებთან მიმსხდარნი და მოკლებულნი არიან რეალურ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს.

ამ თემებზე ცნობილი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გვესაუბრა, რომელიც აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, თავის მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებას ჟურნალისტთა ახალგაზრდა თაობის აღზრდასაც ახმარს. იგი რედაქტორობდა და რედაქტორობს არაერთ ქართულ გაზეთსა თუ ჟურნალს, არის მრავალი წიგნის ავტორი, ჟურნალისტური პრემიების ლაურეატი, არაერთი სიახლის შემომტანი ქართულ ჟურნალისტურ სინამდვილეში. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობას იმეორებს და ზუსტად გადის იმ მარშრუტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა 300 წლის წინათ, 1714-1715 წლებში.

- ბავშვებისთვის მოგზაურობა მუდამ სასარგებლოა, განსაკუთრებით დღეს, როცა მათი უმეტესობა, დროის დიდ ნაწილს ოთხ კედელში გამოკეტილი ატარებს და სამყაროს კომპიუტერის მონიტორიდან უყურებს. მოგზაურობა ბავშვს საშუალებას აძლევს, უშუალოდ აღიქვას სამყარო, ყველაფერი ლაივში ნახოს და ლაივში განიცადოს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სულიერი სამყაროს ფორმირებისათვის. ასაკს რაც შეეხება, მოგზაურობა ყველა ასაკში სასურველი და სასიამოვნოა. ძალიან პატარები ვიყავით, როცა მშობლებმა მე და ჩემი და ბეთანიაში წაგვიყვანეს რამდენიმედღიან ლაშქრობაზე. ჩემი და მამაჩემს სულაც ზურგჩანთაში ეჯდა. დღემდე მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილება. ათონელი ბერებიც მახსოვს – მამა იოანე და მამა გიორგი, რომელთა შესახებ მერე და მერე უფრო მეტი გავიგე. რამდენჯერაც არ უნდა ავიდე ბეთანიაში, ის პირველი შთაბეჭდილება მიცხოველდება და რაღაც სხვაგვარი ენერგიით მავსებს.

- რა უნდა იყოს ათვლის წერტილი, საიდან უნდა დავიწყოთ მოგზაურობა?

- საერთოდ, შორეული მოგზაურობა მანამ იწყება, სანამ სამოგზაუროდ წავალთ და მოგზაურობიდან დასრულების შემდეგაც გრძელდება. ახალ ქვეყანაში ან ახალ ადგილზე სამოგზაუროდ წასვლამდე იმ სავალდებულო სამზადისის გარდა, რაც ვიზებთან, ტრანსპორტთან თუ სასტუმროსთან არის დაკავშირებული, მე აუცილებლად ვაგროვებ ინფორმაციას, თუ რა არის ამ ჩემთვის ახალ ადგილებში სანახავი და შეძლებისდაგვარად ვგეგმავ თითოეულ დღეს თუ ღამეს. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კი ვახარისხებ ჩამოტანილ ინფორმაციას, ფოტო თუ ვიდეო მასალას, ცალკე ვინახავ იმ ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალი მოგზაურობებისთვის გამომადგეს.

- როგორ უნდა "შევინახოთ" მოგონებები მოგზაურობის შესახებ?

- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მოგზაურობის შთაბეჭდილებების დაფიქსირებისა თუ შენახვის საუკეთესო და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი ფორმა სამოგზაურო დღიურები იყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია