მოგესალმებით, "თავისუფალო დემოკრატებო" ე.ი თანამოაზრეებო, - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე.
"მოგესალმებით, "თავისუფალო დემოკრატებო", ე.ი თანამოაზრეებო. დღეს ითქვა, რომ 5 წლის ბრძანდებით როგორ პოლიტიკური პარტია, მე მგონია, რომ სულ ხუთიოდე თვის, დღის, წინ იყო, როდესაც ერთმანეთს შევხვდით ლიბერალური ფლანგის მთავარი პოლიტიკური წარმომადგენლები. ძალიან მნიშვენლოვანია, მოხარული ვარ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მოვახერხეთ სერიოზული წინსვლა და ქვეყანა გავათავისუფლეთ იმ პრობლემებისგან, რომელმაც ერთად შეგყვრა. დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა" ერთად, თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას დავუდეთ სათავე, ამ პროცესში ვიყავით ერთად და ყველას მადლობა ამისთვის", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" ერთად გაიარეს გზა კოალიცია "ქართული ოცნების" ფარგლებში.
"ორი წლის განმავლობაში არ ვიშურებდით ძალ-ღონეს, რომ ოქტომბრის მონაპოვარი განგვემტკიცებინა. ვიმედოვნებ, რომ თქვენი შემოდგომი საქმიანობა იქნება ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ როგორც პარამენტის თავმჯდომარე მიწევს მუშაობა იმ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი არიან "თავისუფალი დემოკრატები", რომლებიც ამჟამად ფრაქცის სახელის შეცვლას აპირებენ, ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, იმ საქმის საკეთებლად, რის გამოც ერთად დავდეგით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართულ ოცნებაში", იმ წარმატებით და შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. პოლიტიკური ცხოვრება არც ერთ ქვეყანაში არ არის მოცემულობა, კონსტანტა. ხდება მოვლენები ძალიან სასურველი ან არასასურველი, მაგრამ ჩვენ პოლიტკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამ პროცესებში სწორად გავლა, გამკალვება. ჩვენ არ გვაქვს ფუფნება, დავკარგოთ ერთმანეთი, როდესაც აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს. ყოველთვის გვახსოვდეთ - ჩვენი ხატია სამშობლო. სამშობლოს სადიდებლად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ ემოციური და სხვა საკითხების მოგვარება და დავუქვემდებაროთ საღ აზრს და საღ გონებას. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება პარლამენტში ჩვენი ურთიერთობა", - განაცხდა დავით უსუფაშვილმა.