"ამ კაცს მართლა სჯერა, რომ პოლიტიკაში აღარ არის?" - ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილზე

"ამ კაცს მართლა სჯერა, რომ პოლიტიკაში აღარ არის?" - ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილზე

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ფეისბუქში ეხმაურება. მას ივანიშვილის ფრაზა მოჰყავს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი უერთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

"ბიძინა ივანიშვილი: 1)"ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში დაბრუნებისგან! ალბათ რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ მე ეს გავაკეთო."

2) "მე ვაპირებ კიდევ 20 წელი ვიყო აქტიური და დავეხმარო პოლიტიკოსებს სწორად მოქმედებაში"

მაინტერესებს, ამ კაცს მართლა სჯერა, რომ პოლიტიკაში აღარ არის? ან ზემოხსენებული ორი წინადადების შინაარსი როგორ თავსდება ერთმამეთთან?

და კიდევ: რატომ ეშინია პოლიტიკაში ყოფნის ასე ძალიან?", - წერს ცოტნე გამსახურდია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია