ცნობილი სპორტსმენი გურამ გუგენიშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

ცნობილი სპორტსმენი გურამ გუგენიშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

28 წლის ასაკში M-1-ის მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგა ხაჩიძე ავრცელებს.

"პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი.

თითქმის ყველა მისი ბრძოლა მაქვს ნანახი.

ძალიან სამწუხაროა, უზომოდ განვიცადე.

წუხელ, გურამ გუგენიშვილი ავტოავარიაში დაღუპულა.

დაუჯერებელია, ძალიან მეტკინა", - წერს ხაჩიძე.

გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. გუგენიშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია