ეს ვიდეო ქსელში განათავსა ახალშობილი ბავშვის დედამ. პატარას სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ორთოპედი სინჯავს. ქსელში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმან, აქვს თუ არა უფლება ექიმს, ასე "დაუნდობლად" მოექცეს ჩვილს.
რაც შეეხება ორთოპედის კოლეგებს, მათ შორის ბევრმა აღნიშნა, რომ აღტაცებულნი არიან ექიმის პროფესიონალიზმით და ასევე მისი უნარით, როგორ აწყნარებს ატირებულ პატარას. ჩვენ კომენტარი ამ ექიმის ქართველ კოლეგას, ბავშვთა რეაბილიტოლოგ ეკა გორგოშიძეს ვთხოვეთ:- ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ამ ვიდეომ მშობლებში დიდი დისკუსია გააჩაღა. ერთი შეხედვით ძალიან ძნელია უყურო ამ ვიდეოს მშობლის გადმოსახედიდან, ხოლო როგორც ექიმმა არ შემიძლია არ აღვნიშნო ორთოპედის პროფესიონალიზი და დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. სინამდვილეში ეს სულაც არ არის დაუნდობელი და ბოროტი ექიმი.