ვინ უვლის სააკაშვილის უპატრონოდ დარჩენილ ვენახს

ვინ უვლის სააკაშვილის უპატრონოდ დარჩენილ ვენახს

9 ნოემბერს კახეთში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვენახში საშემოდგომო სამუშაოებმა მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაიარა. უპატრონოდ დარჩენილი და დაყადაღებული ვენახის მოვლა "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა ითავეს. "ასეთი ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასა და მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულებას გამოვხატავთ. არა ეს პატარა სახლი, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიმდიდრე არის ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ჩვენ მის მიმართ გამოვხატავთ", - ამბობენ აქტივისტები.

"მადლობა გოგოებო და ბიჭებო!", -ასე გამოხატავს მადლიერებას "თავისუფალი ზონის" მიმართ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც Facebook-ზე აზიარებს ვიდეორგოლს, რომელშიც მუშაობის პროცესია ასახული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია