რამზან კადიროვი თინა კანდელაკს დაბადების დღეს ულოცავს

რამზან კადიროვი თინა კანდელაკს დაბადების დღეს ულოცავს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე მისი და თინა კანდელაკის ფოტო გამოაქვეყნა და თინას დაბადების დღე მიულოცა:

”დღეს ლამაზი, ჭკვიანი, მომხიბვლელი, ბრძენი და გენიალური გოგონას დაბადების დღეა! დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი მიხვდით, ვისზეც მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, თინა კანდელაკი! თინათინ გივიევნა საოცრად ნაზი, მოწყვლადი, არაჩვეულებრივი გოგოა განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათით და მტკიცე ნებით! როგორც კავკასიური ფესვების ჭეშმარიტი წარმომადგენელი, ის განსაკუთრებულად აფასებს ღირსებას და წესრიგს. თინა ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია, რომლისთვისაც არ არსებობს მიუღწეველი სიმაღლეები და გადაუჭრელი საკითხები. მე ძალიან ვუფრთხილდები თინათინ გივიევნასთან მეგობრობას და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მარადიულ ბედნიერებას, წარმატებებს და მიღწევებს!”

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ