დამცირება და დაცინვა, რომელსაც კოკა და ნინო ყოველდღე იტანენ - დისკრიმინაცია "ნიჭიერის" ტრიუმფატორების მიმართ

დამცირება და დაცინვა, რომელსაც კოკა და ნინო ყოველდღე იტანენ - დისკრიმინაცია "ნიჭიერის" ტრიუმფატორების მიმართ

"ნიჭიერის" მეორე ეპიზოდის ტრიუმფატორები, სმენადაქვეითებული წყვილი ნინო დევიძე და კოკა მუმლაძე გაზეთ "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას საზოგადოების მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. როგორც თავად ამბობენ, ხშირად ხდებიან როგორც ნეგატიური, ასევე ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, როდესაც მათ მიმართ სიბრალულს იჩენენ...

ამონარიდი "პრაიმ-ტაიმში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

ნინო: ცხოვრებაში რაც გვაქვს ნანახი და გარესამყარო როგორიც არის ჩვენ მიმართ, აქედან გამომდინარე ვშიშობდით. დაცინვის ობიექტიც ვიყავი, უარყოფითი დამოკიდებულება მიგვრძვნია. სულ ამას ვხედავთ, ყველგან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველგან.

კოკა: ბევრჯერ დავუცინივარ, შევცოდებივარ. მე ამაზე ვბრაზდები. მეცოდებიან, არ აქვთ ინფორმაცია, რა შეგვიძლია, რომ ჟესტური ენა არსებობს.

ნინო: თუ სახლიდან კარგ ხასიათზე გამოვდივარ, არ ვაქცევ დაცინვას ყურადღებას. გააჩნია დაცინვასაც. თუ უხეშ ფორმას იძენს, მეც დავცინი, რამდენად მოგეწონა დაცინვა-მეთქი? ფურცელზე ვწერ, რატომ დაგვცინით, არ ფიქრობთ მომავალზე, თქვენ შვილს, შვილიშვილს შეიძლება ეს დაემართოს-მეთქი.

წყარო - "პრაიმ-ტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია