რისთვის ესტუმრა დავით ნარმანია სამეფო ოჯახს - ანა ბაგრატიონის მერთან შეხვედრის დეტალები

რისთვის ესტუმრა დავით ნარმანია სამეფო ოჯახს - ანა ბაგრატიონის მერთან შეხვედრის დეტალები

ანა ბაგრატიონსა და დავით ნარმანიას შორის შეხვედრა შედგა, - ამის შესახებ საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური Facebook-გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გამოქვეყნდა. ფოტოს თან ახლავს ტექსტი - "მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი ანა და დედაქალაქის მერი ბატონი დავით ნარმანია შეხვედრის დროს".

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, შეხვედრა "დედათა კომიტეტის" და "სამეფო ოჯახის" ინიციატვით შედგა.

როგორც "დედათა კომიტეტის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს, მერთან შეხვედრისას ორი პროექტი განიხილეს, ერთ-ერთი პროექტია "აფხაზური ოდა".

ამ პროექტის განხორციელებისათვის დავით ნარმანიას თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადმოცემა თხოვეს, რომელიც ტაბახმელაში მდებარობს.

ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან.

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია