" შენი ქალაქი - შენი სახლია" - ახალი სოციალური კამპანია

" შენი ქალაქი - შენი სახლია" - ახალი სოციალური კამპანია

" შენი ქალაქი - შენი სახლია", - ასე ქვია სოციალურ ვიდეორგოლებს, რომელიც უკვე გამოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ვიდეორგოლების შექმნის ინიციატორი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო ჩართულობის ფონდი ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა კანონმდებლობას, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს არეგულირებს, ასევე იმ ინსტიტუტთა საქმიანობის სფეროებს და მიმართულებებს, რომლებიც ამ დარგში ახორციელებენ აღსრულებითი ხასიათის საქმიანობას.

სამომავლოდ, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია