სასწრაფო დახმარების სამსახურში რუსთავში ტრაგედიის ადგილას სასწრაფოს დაგვიანებას უარყოფენ

სასწრაფო დახმარების სამსახურში რუსთავში ტრაგედიის ადგილას სასწრაფოს დაგვიანებას უარყოფენ

სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურში რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, დევნილთა დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანებით მისვლის ფაქტს უარყოფენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა, ბრიგადა გამოძახების მისამართზე 8 წუთში მივიდა.

,,112-ის ცხელ ხაზზე დევნილთა დასახლებიდან შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების შესახებ დილის 9:43 საათზე შევიდა. 112-მა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების მოთხოვნაზე შეტყობინება რუსთავს, 9:46 წუთზე გადასცა და ექიმი 9:51 საათზე უკვე ადგილზე იყო. რაც შეეხება ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა გარდაცვალების ზუსტ დროს, ეს დილით მოხდა თუ ღამის საათებში, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს," - განაცხადა პაატა ბაჩილავამ.

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი, მათ შორის მშობლები და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით, ორი წლის ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა იყო, თუმცა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია