როგორ მოიხმარენ და ყიდიან "კროკოდილს" თბილისში - National Geographic-მა სქემა გამოააშკარავა

როგორ მოიხმარენ და ყიდიან "კროკოდილს" თბილისში - National Geographic-მა სქემა გამოააშკარავა

The National Geographic-მა თბილისში, სომხეთსა და უკრაინაში "ხორცისმჭამელი" ნარკოტიკის, ე.წ "კროკოდილის" მომხმარებლები და დილერები გადაიღო.

ტელეარხის დოკუმენტური გადაცემის Drugs Inc.-ის მეექვსე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის გმირი თბილისელი მამაკაცია, შეცვლილი სახელით თამაზი. გადამღებ ჯგუფს მან მთელი პროცესი უჩვენა, თუ როგორ და რა რისკის ფასად ყიდულობს დილერისგან შესაბამის წამალს, რომლისგანაც შემდეგ "კროკოდილის" დამზადება ხდება.

სხვადასხვა მინარევით დამზადებული დეზომორფინი, იგივე "კროკოდილი" მორფინზე თითქმის ათჯერ ძლიერი, სწრაფადმოქმედი და მომაკვდინებელია. იაფი და მარტივად მოსამზადებელი მომაკვდინებელი წამლის საფასურს მისი მომხმარებლები ძვირად იხდიან. წამლის ორგანიზმში შეყვანისთანავე სისხლძარღვები სკდება და მის ირგვლივ ქსოვილს კლავს. პროცესი ხშირად ძვლამდეც კი აღწევს. ამ შემზარავი ეფექტის გამო "კროკოდილს" კიდევ ერთი მეტსახელი აქვს: ზომბების წამალი. "კროკოდილის" მომხმარებლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2-3 წელია.

National Geographic-მა თბილისში "კროკოდილის" მომხმარებლები და დილერები გამოააშკარავა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია