თემურ ქეცბაიას ალექსანდრე ჩივაძე შეცვლის

თემურ ქეცბაიას ალექსანდრე ჩივაძე შეცვლის

გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექსანდრე ჩივაძე შეცვლის. ჩივაძე ამ დროისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციამ ჩივაძეს აღნიშნული თანამდებობა უკვე შესთავაზა. "ლელო" წერს, რომ ჩივაძე გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებს, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.

ჩივაძე საქართველოს ნაკრებს 1993-97 და 2001-03 წლებში უკვე წვრთნიდა.

თემურ ქეცბაია პოლონეთთან მატჩის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. როგორც ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის თანამდებობას ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დატოვებს. აქამდე, ქეცბაია აცხადებდა, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ საქართველო ვერ მოიგებდა.

საქართველო-პოლონეთი ერთმანეთს ხვალ, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია