პატრულმა დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა - ქობულეთში, ტაქსში დარჩენილი მძინარე ბავშვის ისტორიის გაგრძელება

პატრულმა დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა - ქობულეთში, ტაქსში დარჩენილი მძინარე ბავშვის ისტორიის გაგრძელება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში დაკარგული ბავშვი იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა ქალბატონმა და განაცხადა, რომ ქობულეთში, ტაქსში დარჩა მცირეწლოვანი მძინარე ბავშვი.

"სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. წინასწარი ინფორმაციით ცნობილი იყო ტაქსის სავარაუდო მიმართულება და ავტომანქანის ფერი. გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-ლანჩხუთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრავი ყველა ავტომანქანა გადაამოწმეს. აღნიშნული ავტომაგისტრალის 55-ე კილომეტრზე გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ერთ-ერთ ავტომანქანაში მძინარე მცირეწლოვანი ბავშვი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ ტაქსის მძღოლმა არაფერი იცოდა და მხოლოდ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ შეიტყო სამართალდამცველებისგან. საპატრულო პოლიციამ ნაპოვნი ბავშვი მშობლებს უვნებლად ჩააბარა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია