"ცისფერი სკანდალი" საქართველოს საპატრიარქოში": ილია ვაშაკიძე მამათმავლობაში მხილებულ სასულიერო პირებზე

"ცისფერი სკანდალი" საქართველოს საპატრიარქოში": ილია ვაშაკიძე მამათმავლობაში მხილებულ სასულიერო პირებზე

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე ბოლო პერიოდში აქტიურად მოითხოვს ლუსტრაციის კანონის მიღებას. ის ინტერესდება, თუ რაში იხარჯება საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან გაწერილი 29 მილიონი და საპატრიარქოსგან მის განცხადებებზე რეაგირებას მოითხოვს.

ამჯერად მღვდელ-მონაზონი საპატრიარქოს "ცისფერ სკანდალზე" წერს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

Facebook/ ილია ვაშაკიძე:

"გავაკეთოთ მცირე ისტორიული ექსკურსი საქართველოს ეკლესიის მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, "ცისფერი სკანდალი" საქართველოს საპატრიარქოში. გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი იყო მხილებული მამათმავლობაში. ერთი, უკვე აწ განსვენებული, ეპისკოპოსი პედოფილიის ბრალდებით სასჯელსაც კი იხდიდა. ერთი, დღესაც მოქმედი მიტროპოლიტი, 90-იანი წლების დასაწყისში კათედრიდანაც კი იყო გადაყენებული. თუ რატომ, ეს ლუსტრაციამ დაადგინოს.

რითი ვართ დაზღვეული, რომ დღესაც იგივე არ მეორდება საპატრიარქოს კედლებში და მათი საქმიანობის გამაგრძელებელნი ნაშიერნი დღესაც არ მართავენ საპატრიარქოს?

ამ უზნეობის პრევენციისათვის მე და ჩემს თანამოაზრეთ აუცილებლად მიგვაჩნია სპეციალური დამოუკიდებელი კომისიის შექმნა. მე ისტორიული ფაქტებით ვლაპარაკობ. ისტორია კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, მეორდება.

ასევე გამოძიებული უნდა იქნას, დამოუკიდებელ აუდიტთა მიერ, საქართველოს საპატრიარქოში განხორციელებული ფინანსური მაქინაციები. მომიხსენიეთ ლოცვებში პატრიარქის მდივნის მიშიკო ბოტკოველის მიერ არაადეკვატურად წოდებული თქვენი მონა-მორჩილი მღვდელმონაზონი ილია. ღმერთმა დაგლოცოთ.

P.S.: ჩემს არაადეკვატურობაზე პროფესიონალებმა ჩემი ტექსტების მიხედვით იმსჯელონ", - წერს ილია ვაშაკიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია