უნიკალური ბრენდები, რომლებიც წლების განმავლობაში არ კარგავდნენ პოპულარობას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული მევენახეობა, მეღვინეობა და ხალხური მედიცინა. ამავე დროს, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მდიდარი იყო მტკნარი და მინერალური წყლებით. ათი ყველაზე ძველი ქართული ბრენდი სწორედ ამ სფეროებს მოიცავს: ეს არის უნიკალური ბრენდები, რომლებიც წლების განმავლობაში არ კარგავდნენ პოპულარობას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ეს ბრენდები დღესაც ძალიან მოსწონს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელს:
"ბორჯომი" - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. ის მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, შემდეგ - ყოფილ საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთაც. ბორჯომის მინერალური წყაროები ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში აღმოუჩენიათ და იმის შემდეგ აქტიურად იყენებდნენ. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ ამ მინერალური წყლის უნიკალურ თვისებებს ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ.
"ლაღიძის წყლები" - პოპულარული ქართული გამაგრილებელი სასმელი, რომელიც დამზადებულია სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისაგან. სახელწოდება მიტროფანე ლაღიძის გამო დაერქვა, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის შესაქმნელად იმპორტული, არომატიზირებული ესენციები კი არა, ნატურალური სიროფები გამოეყენებინა. 1900 წელს ძმებმა ლაღიძეებმა ქუთაისში დაიწყეს საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით. "ლაღიძის წყლები" საქართველოში დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს.