ბენდუქიძის უკანასკნელი ფოტოები სააკაშვილის ოჯახური არქივიდან

ბენდუქიძის უკანასკნელი ფოტოები სააკაშვილის ოჯახური არქივიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მათი უკანასკნელი შეხვედრა გაიხსენა.

"ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა", - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც ალბანეთშია გადაღებული. ფოტოებზე სააკაშვილის ვაჟი და მისი მეუღლეც ჩანან.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია