სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კვლავ კომაშია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კვლავ კომაშია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმმა განუცხადა, დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, დავით გალეგაშვილი წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, ცემის ფაქტი გამორიცხა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. საზოგადოებამ მიიღო არასწორი ინფორმაცია.

დავით გალეგაშვილს აღენიშნება თავზე დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შემდეგ მიიღო და სხვა გარემოებაზე საუბარი არ არის", - განაცხადა დანელიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია