თბილისში, "თავისუფლების მოედნიდან" სასტუმრო "თბილისი მარიოტამდე" მოძრაობა გადაკეტილია. მოძრაობა საპატრულო პოლიციის მანქანებს აქვთ გადაკეტილი.
რუსთაველის გამზირზე კი "ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
დაკეტილია რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებიც.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნაქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება.
დღეს, 16.00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობა" ლოზუნგით "არა ანექსიას" აქციას გამართავს.