კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მიმართვა სტუდენტებს

კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მიმართვა სტუდენტებს

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განაგრძნობენ მისი უნივერსიტეტები მუშაობას, რამდენად გაუჭირდებათ მათ ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარება. ამასთან დაკავშირებით არც სტუდენტები იყვნენ ინფორმირებულები, ამიტომ "თავისუფალი" და "აგრარული" უნივერსიტეტების ადმინისტრაცია კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ სტუდენტებს შეხვდა და მათ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

შაკო თავაძე, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

"აღვნიშნავ, რომ ყველა გასართობი ღონისძიება, რა თქმა უნდა, გადადებული იქნება, მაგრამ არც ერთი დაგეგმილი საქმიანი შეხვედრა არ გადაიდება. თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ, თითქოს არაფერი შეიცვლება - როგორ არა, ძალიან დიდი რამ შეიცვლება, ჩვენს გვერდით აღარ იქნება მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი რჩევები, რასაკვირველია, ყველას დაგვაკლდება და საერთოდ, იმ ინტელექტუალური ძალის მხრივ, რაც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში დანაკლისს ვიგრძნობთ. მაგრამ დამერწმუნეთ, კახა ბენდუქიძეს ამაზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. მისი თანამშრომლები მაშინ ვიცინოდით და ვხუმრობდით და ის სცენარები, რომელთა შესახებაც გვიყვებოდა, რომ ის როცა გარდაიცვლებოდა როგორ უნდა დარჩენილიყო უნივერსიტეტში სიტუაცია, ჩვენთვის მხოლოდ სასაცილო იყო...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია