როცა ბიჭად რჩები.... რა უშლის ჯანო ანანიძეს მაღალ დონეზე თამაშში ხელს?

როცა ბიჭად რჩები.... რა უშლის ჯანო ანანიძეს მაღალ დონეზე თამაშში ხელს?

ჯანო ანანიძე ქართული ფეხბურთის ცის კაბადონზე რომ გამოჩნდა, მართლა ვიფიქრე, რომ სამუდამოდ თუ არა, კარგა ხანს მაინც გვეშველა-თქო. ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფეხბურთის ფედერაცია ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა ერთი კარგი საქმე გაკეთდა - ჯანო ცხვირწინ ავაცალეთ რუსებს.

რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არავინ არასოდეს ისაუბრებს, გაგონებით კი ქართულ საფეხბურთო კულუარებში რას არ გაიგონებ. ჰოდა, ჭორად მეც მსმენია, რომ რუსეთის ნაკრების შეფობას ქართველი ტალანტის გადაბირება უნდოდა და ამ ამბავში მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობა ჰყავდა მოკავშირედ, რომ ანანიძეს მოსკოვის ცენტრში ბინასა და გვარიან ტუგრიკებს შეჰპირდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ისტორიული სამშობლოსთვის ეგანა ახლის სასარგებლოდ.

იქნებ, ეს სულ მოგონილი ამბები იყოს. ეს უკეთ ანანიძეს ეცოდინება. მე კი ის მახსოვს, ერთ დღეს, სისხამ დილით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისულებს რომ გვამცნეს - ანანიძემ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტაო.

მაშინ ამ პატარა ბიჭმა რუსეთს კარგა გვარიანი ალიყური გააწნა - ომი ახალი დასრულებული იყო, ჩრდილოელ აგრესორს კი მორიგი საკბილო სჭირდებოდა პატარა ქართველი მამლუქის სახით, რომ ეს ამბავი იქაურ პროპაგანდას სათავისოდ გაეფუებინა და გამოეყენებინა.

იმ რთულ დროში, როცა სახელმწიფო ერთპიროვნულად მართავდა ფეხბურთს, ფედერაციას კი ბიუჯეტი ლამის მხოლოდ ფურცელზე ჰქონდა (რა თქმა უნდა, ეს მმართველი რგოლის სისუსტეს მიუთითებს და გამართლება არ აქვს), ნაკლის მოძებნას დიდი გამჭრიახობა რად უნდოდა, თუმცა არც ისეა საქმე, რომ ყველაფერს ერთი სახელი დავარქვათ. სწორედ იმ ფედერაციის ძალისხმევამ და ფეხბურთელისა თუ მამამისის, აწგანსვენებული ამირან ანანიძის მტკიცე ნებამ იხსნა ჯანო რუსთა კლანჭებისგან.

მაშინ ანანიძეს ევროპის ერთ-ერთი ტალანტის სახელი ჰქონდა. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები, თუმცა რუსეთისკენ გზა ხსნილი იყო - ასაკობრივ ნაკრებში თამაში მოქალაქეობის შეცვლის მსურველ ფეხბურთელს არ აფერხებს.

ვიცოდით ეს და მონაპოვარმა ძალიან გაგვახარა. 2009 წლის 5 სექტემბერს კი ანანიძის დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრებში იტალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. იქამდე ქვეყნის პირველ გუნდში ასე ახალგაზრდას არასოდეს ეთამაშა.

ასაკის გათვალისწინებით, ჯანო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ვეთამაშებოდით ირლანდიას. ტაიმი რომ მორჩა, ანგარიშმიუცემლად ავდექი და იმ მხარეს გადავინაცვლე, სადაც ქართველებსა და ჯანოს უნდა შეეტიათ. ასეთ რამეს ვერ დაგეგმავ. ცხოვრებაში რაღაც სპონტანურადაც უნდა გააკეთო.

მსმენია, ასეთ რამეებს გულშემატკივარს დიდი მიხეილ მესხი აკეთებინებდა, მერე პატარა მიშაც. ეს ზუსტად ვიცი. ბევრისგან მსმენია, დუბლებზე დავდიოდით და პატარა მიშას "კრაებზე" დავყვებოდითო.

ანანიძე იმ და სხვა მატჩებში ათი თავით სჯაბნიდა მასზე რამდენიმე წლით უფროს ფეხბურთელებს, უკვე კაცები რომ ეთქმოდათ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ასე მგონია: ის მაშინ უფრო კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ვიდრე ახლა.

საერთოდ, პატარა ასაკში ქართველები ხშირად აღემატებიან მეტოქეებს, თუმცა პირადად მე ამ მხრივ ორი გამორჩეული ინდივიდი მინახავს. პირველი ჯანო ანანიძეა, მეორე კი - სანდრო იაშვილი.

სანდროს კარიერას, მის ავან-ჩავანს აღარ გავიხსენებ. ერთი კია - ის ისე იყო თავისი ასაკის ყოჩაღ ბიჭებს შორის, როგორც გოლიათი ჯუჯებში. საბოლოოდ, ამან მას დათვური სამსახური გაუწია. იაშვილი არ ყოფილა არც "ძველი ბიჭი", არც უხამსი და არც თავხედი. ის თავისებურად რთული იყო. ასეთებს მწვრთნელები სჭირდებათ. იაშვილს ვერავინ გაუგო და ვერ მოეფერა გიორგი დევდარიანის გარდა. არადა, ერთი ალალი ბიჭი იყო. ალალი და თან რთული - ამხელა ნიჭით მარტივი ვერ იქნები. ბუნება ასე არ განკარგავს.

სანდროს მატარებელმა ჩაიარა. ჯანოსი ვიკითხოთ. ყველაზე აქტუალური კითხვა - რატომ ვერ თამაშობს ის ფეხბურთს მაღალ დონეზე?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია