შსს სამეგრელოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს სამეგრელოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შს სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ზუგდიდში, სოფელ კახათში, შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა 70 წლამდე მამას თავში ჯერ შეშა ჩაარტყა, შემდეგ კი, ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ