თბილისში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 18 და 19 ნოემბერს ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი, 20 ნოემბერს კი +9 გრადუსი იქნება. დღეს ღამით ტემპერატურა + 7 გრადუსი, 18 და 19 ნოემბერს კი, ღამით + 5 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მცირე ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. ტემპერატურა უახლოესი სამი დღის განმავლობაში +8+13 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში კი ხვალ ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 19 და 20 ნოემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში საშუალოდ, +18 +23 გრადუსამდე მიაღწევს.