"სიფხიზლის სამართებლით სიზმრებს ვიცლი" - გიორგი კეკელიძის სიყვარულით ხელზე ამოტვიფრული ქართული ტატუ

"სიფხიზლის სამართებლით სიზმრებს ვიცლი" - გიორგი კეკელიძის სიყვარულით ხელზე ამოტვიფრული ქართული ტატუ

იშივიათი ქართულენოვანი ტატუა - "სიფხიზლის სამართებლით სიზმრებს ვიცლი". ის სამი დღის წინ ერთ-ერთ სალონში ხელზე ერთმა გოგონამ, თამო უზნაძემ დაიწერა. ფრაზა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. გოგონას საქციელი კი იმაზე მეტყველებს, რომ ლიტერატურა და გიორგი ძალიან უყვარს.

თავად გიორგი კი ამ ფაქტს ასე აფასებს:

- ეს იყო ჩემი და მაი ლაშაურის ერთობლივი პროექტი: "მინიატურები", რომელიც წიგნადაც გამოიცა და ახლა ინტერნეტპროექტიც გახდა. ეს არის ნაწყვეტები ჩემი ლექსებიდან...

- იქიდან ერთ-ერთი ფრაზა ვინმე თამო უზნაძემ ხელზე რომ ამოიტვიფრა, თუ იცი და რას იტყვი ამაზე?

- კი, ვიცი. ის ჩვენი გვულშემატკივარია. ფაქტი თავისთავად საინტერესოა და ამ ადამიანის მიმართ მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო.

თამო უზნაძე:

- მე და გიორგი მეგობრები ვართ, დიახ, სუფთა გაგებით მეგობრები. პატივს ვცემ მას, ნიჭიერი ადამიანია, ამასთან, ლიტერატურაც მიყვარს და ასეთი ტატუ გავიკეთე.

- მოსაბეზრებელი არ იქნება ამხელა წარწერა მთელი ცხოვრება ხელზე?

- არა, რაც მასზე წერია, რეალობაა, დროს უსწრებს და სულ აქტუალური იქნება. ასე რომ, ხელს არასდროს შემიშლის.

- სხვა ტატუც გაქვს?

- კი, მაქვს: ზოდიაქოს ნიშნით მორიელი ვარ და პატარა მორიელი მიმშვენებს სხეულს...

მინდა, გიორგის, ნიჭიერ და საოცრად წარმატებულ ადამიანს, რომელიც დიდი ენერგიის პატრონია და კარგ საქმეებს აკეთებს, წარმატებები ვუსურვო, მე კი მისი გულშემატკივარი ვიქნები ყოველთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია