ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

თუკი ზურაბ ჟვანიას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ექსპერტიზამ ზუსტად უნდა უპასუხოს და მინიმუმ არ უნდა მიჩქმალოს არსებული სიტუაცია, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საეჭვოა. "ზურას საქმეზე ძალიან ბევრი შეკითხვაა. როცა ამდენი შეკითხვაა, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს ზუსტად, რომ პასუხები იყოს გაცემული. თუ სისხლჩაქცევებია, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რის გამო იყო ეს. ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და არ იყოს ჩატარებული ისე, რომ მინიმუმ მიჩქმალოს არსებული სიტუაცია", - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას ჟვანიას ცხედრის შესაძლო ექსჰუმაციაზე, ქადაგიძემ კომენტარი არ გააკეთა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს სამუშაო გარემოში და "უნდა შევეშვათ იმას, რომ ეს საქმე სანახაობად გადავაქციოთ". "პროცესი მიმდინარეობს. შევეშვათ იმას, რომ ეს საქმე სანახაობად გადავაქციოთ. პროცესი ძალიან მშვიდ და სამუშაო გარემოში ტარდება და დავიცვათ ეს მდგომარეობა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

სასამართლო დარბაზში კი მას შეკითხვა დაუსვეს, შენიშნა თუ არა მეუღლის ცხედარზე დაზიანებები. როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, დაზიანებები არ უნახავს. შენიშნა მხოლოდ ლაქები. ტუჩზე ნაჭდევი კი ნახა გამოძიების მასალებში არსებულ ფოტოზე.

იხილეთ ასევე: ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ