პროცესები დასრულდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა - ლევან ჩაჩუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

პროცესები დასრულდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა - ლევან ჩაჩუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

როგორც დარბაზიდან განთავისუფლების შემდეგ ლევან ჩაჩუამ განაცხადა, ერთ თვეში მისი პატიმრობის ვადა იწურებოდა. ამასთან, ჩაჩუამ აღნიშნა, რომ იგი თავად არის დაინტერესებული ამ პროცესით და სრულ თანადგომას უცხადებს სასამართლოს, რათა დადგეს ობიექტური განაჩენი.

"ერთ თვეში ისედაც თავდებოდა ჩემი პატიმრობის ვადა. გრძელდება სასამართლო პროცესი. მე თვითონ ვარ დაინტერესებული ამ პროცესით და სრულ თანადგომას ვუცხადებს სასამართლოს ობიექტიური განაჩენისათვის", - აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუხებდა ის ზურაბ ჟვანიას მეუღლის, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ექსპერტიზამ სამარცხვინო დასკვნა დადო, ჩაჩუამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შეიკავებს.

"საკმარისად ვაგე დაუმსახურებლად პასუხი. 8 თვე ვიჯექი ციხეში. სასამართლო პროცესები დასრულდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ