ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე

ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე

რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე რუსული "ფორბსის" მიხედვით, 20 ყველაზე მდიდარ რუს მომღერალს შორისაა.

თავის დროზე, როცა რუსულ შოუბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, პროდიუსერმა ევგენი ფრიდლიანდმა ქართულ გვარზე უარის თქმა შესთავაზა და რუსული ვერსიაც მოუძებნა - მელადოვა. პროდიუსერი შიშობდა, რომ დამწყებ მომღერალს რუსეთის დიდი სცენის დაპყრობაში ქართული გვარი ხელს შეუშლიდა.

"ამას არასდროს და არაფრის სანაცვლოდ არ დავთანხმდებოდი. ეს ჩემი ოჯახისა და ჩემი გვარისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ხალხი ყოველთვის სიყვარულით მხვდება და ჩემი ქართველობის გამო არასდროს მიგრძვნია უხერხულობა", - იხსენებს უკვე ცნობილი მომღერალი და წარმატებული ბიზნესმენი ვალერი მელაძე.

ძმები მელაძეების სახელი საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს გახდა საქვეყნოდ ცნობილი, როცა ვალერი მელაძის ჰიტმა Сэра ათასობით მსმენელი მოხიბლა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის "მეორე პროფესია" ბიზნესია.

უკვე წლებია, მუსიკალურ სფეროში საქმიანობის გარდა, ქართველი მომღერალი კომერციული საქმიანობითაც არის დაკავებული და მოსკოვში რამდენიმე პოპულარული კლუბის, მათ შორის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური კაფეს - Rhythm & Blues Cafe მფლობელია, რომელსაც ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ფლობს. წლების წინ კი "ინვესტტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო.

მომღერლისა და ბიზნესმენის წარმატებული კარიერის შედეგად ვალერი მელაძე რუსული "ფორბსის" მიხედვით 7 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს.

თავად მომღერალი იშვიათად საუბრობს თავის ბიზნესსა და მილიონებზე. რამდენიმე წლის წინ კი, როცა რუსული ესტრადის ვარსკვლავი ქართველი მილიონერების სიაში მოხვდა 150 მილიონი დოლარით, ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ მისი ქონება ქართულ პრესაში ერთობ გადაჭარბებულად შეაფასეს. "ისეთი ქონება მომაწერეს, რაც არასოდეს მქონია და ალბათ ამხელა თანხას სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავაგროვებ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა იხილეთ სტატია სრულად

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება - 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს