"ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყო, ერთმანეთს თარგამაძე-ბოკერია და ვაშაძე-მელიას კლანები უპირისპირდებიან"

"ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყო, ერთმანეთს თარგამაძე-ბოკერია და ვაშაძე-მელიას კლანები უპირისპირდებიან"

"თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი დარსალია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე ინფორმაციას ფლობს. ჩვენ დავუკავშირდით მას და ამ თემაზე ვესაუბრეთ:

- მე ვერ გაგიმხელთ წყაროს ვინაობას, მაგრამ გეტყვით იმას, რაც მან თქვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ რაოდენობის ხალხი ვერ მოაგროვა 15 ნოემბრისთვის, რასაც ისინი ვარაუდობდნენ. მაქსიმუმ 8 000 ადამიანი იყო გამოსული და ამაზე გაგიჟდნენ. სააკაშვილმა დასავლეთიდან ძალიან დიდი თანხები გამოგზავნა, მაგრამ აქცია რეალურად ვერ შედგა და ამის გამო მათ რეპუტაცია შეელახათ დასავლელ მეგობრებთან. ასევე, რეპუტაცია შეელახა "ნაციონალურ მოძრაობას" და აქედან გამომდინარე, ორად გაიყო პარტია: თარგამაძე-ბოკერია და ვაშაძე-მელიას კლანებად, და ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თარგამაძე-ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" სულის ჩამდგმელები არიან, ხოლო ვაშაძე-მელია ახალი ბარტყები, და ამ ორ კლანს შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება. ჩვენი წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ძალიან დაძაბული საუბარი იყო მათ შორის. "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებს ითვლის და ეს ყველასთვის ცხადია. 15 ნოემბერს მათ თავადვე დაიყარეს მიწა და სრული სვლით წავიდნენ სამარისკენ. 15 ნოემბრის აქციით თვითონვე თქვეს, რომ არ არიან 40%-იანი პარტია, რადგან თუ მათ მართლა ამდენი მხარდამჭერი ყავთ, 8 000-ზე მეტს გამოიყვანდნენ, თანაც გაითვალისწინეთ, ამ რვა ათასიდან ნაწილს ფული მისცეს და გამოიყვანეს.

- სააკაშვილი თუ ფლობს ინფორმაციას ამის შესახებ?

- სააკაშვილი გაბრაზებულია თავის გუნდზე, რადგან მათ თავი ვერ გაართვეს დასახულ ამოცანას და ძალიან გაუმტყუნეს იმედი ამ აქციით. სააკაშვილი ერს გიჟად ჰყავს შერაცხული და ის მშვიდად რომ ვერ გადაიტანდა ამ ამბავს, თქვენც მოგეხსენებათ. მას რომ მშვიდად მიეღო ეს ყველაფერი, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა.

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა აქციის ორგანიზებისთვის და დააფინანსა თუ არა ის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა?

- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალიან დიდი თანხები იყო გამოგზავნილი და ის სათანადოდ ვერ გაიხარჯა. არის საუბარი, რომ პარტიის ლიდერებმა ჯიბეში ჩაიდეს გარკვეული თანხა, ვინაიდან მათ ეგონათ, რომ ხალხი წამოეგებოდა მათ მანიპულირებას - "არა ანექსიას" და გამოვიდოდნენ აქციაზე. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის "ნაციონალური მოძრაობის" სახე და კარგად იციან იქ მისვლით, ვის წისქვილზე დაასხამდნენ წყალს. სხვათა შორის, თავად "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს ყველასთვის ცხადია. თუნდაც ეს აქცია ავიღოთ, როდესაც ოკუპაციას და ანექსიას აპროტესტებ და ითხოვ მსოფლიოს ყურადღებას. მაგრამ ამავე დროს იცი, რომ შენი მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილი მოვა ამ აქციაზე, რადგან ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" ნათქვამზე აღარ დადის. გამოდის, რომ წინასწარ განზრახულად აკეთებ ამას, რათა მსოფლიოს ეგონოს, რომ ხალხი ამ ოკუპაციას არ აპროტესტებს. ეს კი პირდაპირ რუსეთის ხელშეწყობაა. "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად ხელისუფლებაში არყოფნისა, მაინც ვნებს საქართველოს. თან მათ არ აქვთ მორალური უფლება ანექსიაზე ილაპარაკონ, რადგან 2008 წელს თვითონ წამოეგნენ პროვოკაციას და 130 სოფელი ჩააბარეს რუსეთს, თანაც თარგამაძეები და სააკაშვილები პირდაპირ თანამშრომლობდნენ რუს გენერლებთან. ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და პროკურატურას ვთხოვთ, რომ მალე გამოიძიონ ეს საქმე და სააკაშვილი და მისი ბანდა ციხეში უნდა აღმოჩდნენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა