რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში

რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება. მის გამოჩენას ყოველთვის მოჰყვება განხილვა, აინტერესებთ რომელი დიზაინერის სამოსი აცვია და ა.შ. არაფერია ცნობილი ეკატერინა ხვედელიძის საქმიანობის და ქონების შესახებ. Ambebi.ge ბიძინა ივანიშვილის 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით შეეცადა პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც ეკატერინა ხვედელიძის მიმართ არის დაგროვილი საზოგადოებაში.

ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 17 აგვისტოს დაიბადა საჩხერეში. მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილზე იქორწინა.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია. ის ფლობს დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, მის საკუთრებაშია 10732 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საჩხერეში, 5500 კვადრატულ მეტრი მიწა საგურამოში და 12107 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რუსეთში. როგორც ივანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე გაფორმებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ერთი სახლი თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო მეორე მოსკოვში, სავრასოვის ქ.11-ში, რომლის 50%-ის მფლობელი უტა ივანიშვილია.

ეკატერინა ხვედელიძეს არაერთი საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ოთხი მიმდინარე ანგარიში აქვს "ქართუ ბანკში", 460 დოლარი აქვს "პროგრეს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე, სს "კბ რასიას" მიმდინარე ანგარიშზე კი 203487 ევრო და 1500121 რუბლი აქვს. 109830 დოლარი აქვს "რასისკი კრედიტის" მიმდინარე ანგარიშზე, ამავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს 47300 ევრო.

დეკლარაციის გრაფაში - თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მითითებულია, რომ ეკატერინა ხვედელიძე ფლობს 125000 დოლარს, 8000 ევროს და 25000 ლარს.

რაც შეეხება ხვედელიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, დეკლარაციით ირკვევა, რომ ის არის შპს აქცეპტის პარტნიორი, რომელიც "მეცხრე არხის" მფლობელი იყო. ასევე, საფრანგეთში რეგსტრირებული კომპანიის "ეს-სი-აი დუ 29 რუე დე ლა პრინცესს"-ის პარტნიორი, რომელიც 2001 წლის 19 ოქტომბერს შეიქმნა.

როგორც ჩანს, ეკატერინა ხვედელიძე პირადად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, 2013 წელს მას მხოლოდ ფიზიკურ პირებზე 63700 დოლარის ოდენობის ფულადი დახმარება აქვს გაცემული. 3172 ლარი აქვს დახარჯული კომუნალურ გადასახადებში, 13615 ლარი სატრანსპორტო მომსახურებაში, 18500 ლარი უძრავი ქონების შეძენაში, საწესდებო კაპიტალის შევსებაში კი გადახდილი აქვს 61413200 ლარი.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია