საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

საბავშვო ბაღ "სადუნში" ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. 4 წლის გ. ნ.-ს დედა თამარ იარაჯული წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის აქციით იმუქრება. იგი მთავარ პროკურატურასთან მივიდა.

როგორც პროკურატურასთან ჟურნალისტებს თამარ იარაჯულმა განუცხადა, ცოტა ხნის წინ მან მიმართა პროკურატურას წერილით დაზარალებულის სტატუსის თაობაზე, თუმცა, ამ დრომდე პასუხად მიიღო უარი და პროკურატურიდან აცნობეს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი ვერ ექნება. 4 წილს ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ იგი მისი შვილისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს საბავშვო ბაღ "სადუნის" პედაგოგ მარინე ცინცაძეს.

რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის თხოვნას, მისი თქმით, სწორედ სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ადვოკატებს მასალების გაცნობის საშუალება და მისი მოთხოვნა აქედან გამომდინარეობს. ამასთან, თამარ იარაჯული აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და რომელიმე მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე აღნიშნულ გამოძიებაზე მონიტორინგი.

ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთების შემდეგ თამარ იარაჯული თანმხლებ პირებთან ერთად პროკურატურაში შეუშვეს.

როგორც მას დაცვის თანამშრომლებმა აცნობეს, მათ მიიღებს მორიგე პროკურორი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ