"მიყვარს მარგველა, მკაცრად კი მამობს" - ანა მარგველაშვილმა GDS-ზე გარეპა

"მიყვარს მარგველა, მკაცრად კი მამობს" - ანა მარგველაშვილმა GDS-ზე გარეპა

GDS-ზე გადაცემა "ბინა N18" ახალი სეზონის პირველი გადაცემის სტუმარი საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი იყო. ეს პრეზიდენტის 23 წლის ქალიშვილის პირველი ექსკლუზიური ტელე ინტერვიუა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ანას იცნობენ, როგორც გართობისა და სიმღერის მოყვარულს, გოგონა ძალიან აქტიურია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ხშირად ათავსებს ქსელში მეგობრებთან გართობის ამსახველ ვიდეოებს. ამჯერად, უარი არ თქვა გადაცემის წამყვანების შეთავაზებაზე და მათთან ერთად გარეპა.

ანამ მამასტან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუჩაში ხალხი ნაკლებად ცნობს და ეს ძალიან მოსწონს.

კითხვაზე თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, როცა გაიღვიძა და ის უკვე პრეზიდენტის ქალიშვილი იყო, - ანამ უპასუხა: "სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ".

"მამაჩემი ყოველთვის ცდილობს, რომ ნაკლებად შეიცვალოს ამ ცვლილებით ჩემი ცხოვრება. ის არ არის მკაცრი მამა. რუსულ სიმღერასაც არ მიშლის კაცი!" - სიცილით აღნიშნა პრეზიდენტის ქალიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია