"ნავარსკვლავები" - ვანის ტერიტორიაზე პირველი მღვიმე აღმოაჩინეს

"ნავარსკვლავები" - ვანის ტერიტორიაზე პირველი მღვიმე აღმოაჩინეს

ვანის მუნიციპალიტეტში მკვეთრად გამოკვეთილი კარსტული მასივის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ გვხვდება. ახლახან გეომორფოლოგ, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილის მიერ მოწყობილმა დაზვერვითმა გეომორფოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ბზვანში კარსტულ მასივს მიაკვლია.

გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანიდან. აღმოჩენის შესახებ გიორგი დვალაშვილი გვიყვება:

- კარსტული მასივის არსებობა გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში ივარაუდებოდა. თსუ-ის მაგისტრანტმა სალომე ხონელიძემ საგანგებოდ განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხი, შემდეგ ინფორმაცია სოფელ ბზვანის რწმუნებულ ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთანაც გადავამოწმეთ და დაზვერვით ექსპედიციაში სწორედ ბატონი გრიგოლის მეგზურობით წამოვედით. გეომორფოლოგიური კვლევის ჩასატარებლად მღვიმეშიც ჩავედით და დავასკვენით, რომ ამ ტერიტორიას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდეთ ბზვანის კარსტული მასივი -სოფელში არის როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე -მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო ექსტრემალური მღვიმე, რომლის სიგრძეც სულ ცოტა 800 მეტრი მაინც იქნება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია