თბილისში 4 დეკემბერს შესაძლოა, მოთოვოს - როგორი ამინდი იქნება დეკემბერში

თბილისში 4 დეკემბერს შესაძლოა, მოთოვოს - როგორი ამინდი იქნება დეკემბერში

აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დეკემბრის პირველ კვირაში, საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილებები არ ფიქსირდება, თუმცა დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში მცირე სახის ნალექი წვიმის სახით ხვალ და ზეგ არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +3;+8 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და 8 დეკემბრამდე 15-16 გრადუსს მიაღწევს. ღამით ყინვაა მოსალოდნელი მთაში საშუალოდ -5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთაში -8 გრადუსამდე.

2-3 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 5 დეკემბერს გამოიდარებს, თუმცა შემდეგ სინოპტიკოსები ისევ ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. ხვალ ბარში ჰაერის ტემპერატურა +3;+8 გრადუსი დაფიქსირდება. 3 დეკემბერს კი დღისით +4;+9 გრადუსი იქნება.

4 დეკემბერს, თბილისში შესაძლოა ითოვოს. ღამით ტემპერატურა -1; ხოლო დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამასთან, 8 დეკემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს მთაში საშუალო ტემპერატურა -7; -8; ხოლო მაღალმთაში -12; -15.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია