საარსებო მინიმუმი, რომელიც ქართულ რეალობას ვერ ასახავს

საარსებო მინიმუმი, რომელიც ქართულ რეალობას ვერ ასახავს

საარსებო მინიმუმით განისაზღვრება ფულის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა, რომ ადამიანმა ნორმალურად კვება და აუცილებელი ნივთების შეძენა შეძლოს.

რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი საქართველოში? ამ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია, კამათობენ. ფაქტია, რომ ოქტომბერში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და მაქსიმუმს მიაღწია - 160,6 ლარი გახდა. "საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 12 ლარით, ხოლო სექტემბერთან შედარებით 4,8 ლარით გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდას, როგორც წესი, პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს. 2014 წლის შემოდგომაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სოფლის პროდუქტები 20-დან 100 პროცენტამდე გაძვირდა. გაორმაგებულია ფასები კარტოფილსა და პომიდორზე, 25-პროცენტიანი ზრდა კი, ხორცსა და ყველზეც აღინიშნა, რასაც საარსებო მინიმუმის ზრდაც მოჰყვა.

"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი უნდა იყოს:

- უნდა ვაღიაროთ, რომ 160,6 ლარიც ვერ ასახავს რეალობას. ჩავატარეთ კვლევა და საარსებო მინიმუმი ალტერნატიული მეთოდებით გამოვთვალეთ. თითქმის 315 ლარი მივიღეთ. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ ითვლის "საქსტატი" საარსებო მინიმუმს. როგორც ჩანს, ისინი სასურსათო კალათაში შემავალი ზოგიერთი პროდუქტის ფასს არ ითვალისწინებენ და არც აკვირდებიან.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია