სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი

სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი

საქართველო-სომხეთის ერთთვიან ომზე არაერთხელ დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრჯერ დაიწერება.

ამ ომში სხვებთან ერთად ხაშურის გვარდიაც იბრძოდა, რომლის წევრებმაც ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე. ამ ამბავს ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე იხსენებს:

- ხაშურის გვარდია 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოულუციის შემდეგ შეიქმნა და მოქმედებდა არა მარტო ხაშურში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მათი დახმარებით აღდგა წესრიგი ხაშურ-ბორჯომის რკინიგზაზე. იმდროინდელი პრესა წერდა: "დღეს გულისამრევი სურათები აღარ ხდება რკინიგზაზე".

"ახალციხელების მოწოდებისას ყველაზე უწინ ხაშურის გვარდია გაემგზავრა დასახმარებლად. ისინი ჩავიდნენ თუ არა ბორჯომის რაიონში, ახალციხეში წესიერება აღდგა, რადგან ამ ძალას ანგარიში გაუწიეს თათრებმა და მაშინვე სამშვიდობო მოლპარაკებას შეუდგნენ. გვარდიელებს ბორჯომს იქით არც დასჭირვებიათ წასვლა, მაგრამ მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე დღეში ახალციხეში სასურველი სიწყნარე ჩამოვარდა".

ხაშურის გვარდიამ სახელი სიმამაცის წყალობით გაითქვა. გარდა ზემოთ აღნიშნული ქალაქებისა, მათ დახმარება გაუწიეს თბილისსა და ქუთაისსაც, მაგრამ როგორც ჩანს, გვარდიის საქციელი ყოველთვის არ იდგა სათანდო სიმაღლეზე. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იგი ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენდა, რაც დისციპლინის შესუსტების მიზეზი იყო. ეს კი თავის მხრივ, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა, თავად გვარდიასა და მის ხელმძღვანელებს შორის.

- მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხაშურის გვარდია თუ იბრძოდა ქართული არმიის რიგებში?

- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წწ.) ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახალხო გვარდია და მისი ერთი ნაწილი - ხაშურის გვარდიაც. 9 დეკემბერს სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვრები და ბორჩალოს მაზრაში დაიწყეს საომარი მოქმედება. ომის პირველსავე დღეებში ხაშურელთა გვარდია, სამტერედიის სახალხო გვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად ჩაება საბრძოლო ოპერაციებში. სახელდახელოდ გამართულ სახალხო კრებაზე მიღებულ რეზოლუციაში დაგმეს სომხეთის მიერ საზღვრების უკანონოდ გადმოლახვა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რეზოლუციას ხელს აწერდნენ ადგილობრივი სომხებიც.

- ამ ომში დაიღუპნენ ხაშურის გვარდიის წევრები...

- 31 დეკემბერს "ერთობის" პირველ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება: "ხაშურის ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია" დამწუხრებული აუწყებს ამხანაგებს, რომ 26 დეკემბერს, სომხებთან შეტაკების დროს, შულავერთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ ხაშურის მკვიდრნი - ლეონტი მეტრეველი და ალექსანდრე სირაძე".

1919 წლის 5 თებერვალს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა საქ. სდმპ ხაშურის ორგანიზაციის განცხადება: "სომხებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ხშურის რაიონის მკვიდრნი დაკრძალული იქნენ ქ. ხაშურში, ძმათა სასაფლაოზე. ხუთშაბათს, 6 თებერვალს გადახდილი იქნება სამოქალაქო პანაშვიდი". გაზეთის ამავე ნომერში არის გარდაცვლილი გვარდიელების სრული ჩამონათვალი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია