სააკაშვილი ეკა ზღულაძის უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ დანიშვნას ადასტურებს

სააკაშვილი ეკა ზღულაძის უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ დანიშვნას ადასტურებს

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ინიშნება.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ამის შესახებ ჟურნალისტებს უმაღლესი რადას სპიკერთან ვლადიმერ გროისმანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დაუდასტურა.

მან ასევე განაცხადა, რომ არის კიდევ საქართველოს მოქალაქეების რამდენიმე კანდიდატურა, რომლებიც მთავრობაში ინიშნებიან, თუმცა ვინაობა არ დააკონკრეტა.

"ლიგა.ნეტ" აღნიშნავს, რომ ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ მოიაზრება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა